საათი

Thursday, October 12, 2017

სერგო ბაბურაშვილი, იგივე სერგია, დაიბადა ქალაქ ქუთაისში და გაიზარდა ავანგარდში ( მისი თქმით, ავარგანდში ), სერგო ბავშვობიდან განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩეოდა, მოგეხსენებათ ქუთაისში ჭოკით ხტომა დიდად პოპულარული სპორტია, სერგია მრავალჯერ გახდა პრიზიორი ჭოკით ხტომაში, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად წონაშიც მოიმატა და ჭოკი ვეღარ უძლებდა.  მან აქაც გამოამჟღავნა მისი ნიჭიერება და შემოგვთავაზა პირველი ნაშრომი - „კაი ბიჭი მათრახს არ დაირტყამს“ რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა, კაი ბიჭების აზრით ბევრი რამ არასწორად იყო გადმოცემული ამ ნაშრომში, გასაკუთრებით არ მოსწონდათ ის მომენტი სადაც სერგია მრავალფეროვანი  ფანტაზიებით აღწერს კაი ბიჭის დებთან ურთიერთობებს. სერგომ ჩამოაყალიბა ს.კ ტორპედო ქუთაისის ქომაგთა კლუბი "ჯუნგლები" , ჯუნგლების თხოვნით ის თამაშობდა ქუთაისის ტორპედოში 2000, 2001 , 2002 წლებში, სწორედ ამ პერიოდში ტორპედომ დიდ წარმატებას მიაღწია. ეჰ, ჩამოჰკრა უბედურების ზარმა , ზესტაფონი - ტორპედოს თამაშის დროს, ერთ-ერთმა ზესტაფონელმა ქომაგმა სერგიას წყალი მიაწოდა, რომელშიც ფეროს ატომურ ქარხანაში დამზადებული რადიო აქტიური ნივთიერება იყო გარეული, სერგიას დაუდგა მძიმე დღეები , მას ბუასილი დაემართა, მრავალი ექიმი თუ ექიმბაში ჩაერია მაგრამ ყველანი უძლური აღმოჩნდნენ, ბოლოს შლუხენბოზენიც შეწუხდა ამ ამბით და საკუთარი რეცეპტით (ნატურალური შარდით, ოღასყურის წყლით და მაღლაკის აყალო მიწით ) უმზადებდა სანთლებს რამაც მალევე გამოაჯანმრთელა, თუმცა საფეღბურთო კარიარაზე უარი განაცხადა „მე ჩემი გავაკეთე და ახლა მოგკვლიათ პატრონიო“. ტორპედოს სიყარულს ვერ გაუძლო სერგიამ და ისვე ფანკლუბს ჩაუდგა სათავეში.

1 comment: